ლოკო მეექვსე ტურის მატჩს ბოლნისის სიონის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს

ლოკო მეექვსე ტურის მატჩს ბოლნისის სიონის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს
11/04/2025

ლოკო მეექვსე ტურის მატჩს ბოლნისის სიონის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს

თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 2025 წლის სეზონის მეექვსე ტურის შეხვედრას სტუმრად, მარნეულის ცენტრალურ სტადიონზე ბოლნისის სიონთან ჩაატარებს.

 

ჩვენს გუნდს ამ მომენტისთვის ეროვნულ ლიგა 2-ში 4 ქულა აქვს. წინა ტურის მატჩი ლოკოსა და რუსთავს შორის საგურამოში ფრედ, 2:2 დასრულდა.

 

რაც შეეხება მეტოქეს, სიონი ჩვენთან შეხვედრას 5 ქულით ხვდება. გასულ ტურში ბოლნისელებმა იბერია 2-თან საკუთარ მოედანზე ასევე ფრედ, 1:1 ითამაშეს.

 

გასულ სეზონში ლოკოსა და სიონს შორის 4 მატჩი შედგა, საიდანაც ჩვენ ერთხელ გავიმარჯვეთ.

 

მეექვსე ტურის მატჩის მარნეულში 12 აპრილს, 16:00 საათზე დაიწყება.

 

ეროვნული ლიგა 2 I მე-6 ტური:

 

სამტრედია - დინამო თბილისი 2
იბერია 2 - მეშახტე
მარტვილის მერანი - გონიო
სიონი - ლოკომოტივი
რუსთავი - სპაერი

more news