ლოკო მესამე ტურში მარტვილის მერანს უმასპინძლებს

ლოკო მესამე ტურში მარტვილის მერანს უმასპინძლებს
28/03/2025

ლოკო მესამე ტურში მარტვილის მერანს უმასპინძლებს

თბილისის ლოკომოტივი საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის 2025 წლის სეზონის მესამე ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელსაც მარტვილის მერანის წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

სანაკრებო პაუზამდე ჩატარებული ორი ტურის შემდეგს ჩვენს გუნდს 2 ქულა აქვს - მეშახტესა და გონიასთან მატჩები ფრედ, 1:1 დასრულდა. გოლები ბუკიასა და მენთეშაშვილის ანგარიშზეა.

 

რაც შეეხება მეტოქეს, მერანი ლოკოსთან მატჩს 1 ქულით ხვდება. მარტვილელები რუსთავთან დამარცხდნენ, ხოლო ბოლნისის სიონთან მატჩში მათ ეროვნული ლიგა 2-ში პირველი ქულები აიღეს.

 

ეროვნული ლიგა 2-ის 2023 წლის სეზონში გუნდები ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდნენ. ლოკომ ორი მატჩი მოიგო.

 

თბილისის ლოკომოტივისა და მარტვილის მერანის შეხვედრა საგურამოს ბაზაზე 29 მარტს 18:00 საათზე დაიწყება.

 

ეროვნული ლიგა 2 I მე-3 ტური

 

რუსთავი - იბერია 2
სპაერი - მეშახტე
დინამო 2 - გონიო
ლოკომოტივი - მერანი
სიონი - სამტრედია

more news