ნიკა ასათაშვილი - წლევანდელი კიბერლიგა ძალიან მასშტაბურია, მიზანი კი ჩემპიონობაა

ნიკა ასათაშვილი - წლევანდელი კიბერლიგა ძალიან მასშტაბურია, მიზანი კი ჩემპიონობაა
17/03/2025

ნიკა ასათაშვილი - წლევანდელი კიბერლიგა ძალიან მასშტაბურია, მიზანი კი ჩემპიონობაა

საფეხბურთო კლუბმა თბილისის ლოკომოტივმა, ორ წელზე მეტია, eSports-ის გუნდი შექმნა.

 

ლოკო მაშინ პირველი ორგანიზაცია იყო, რომელმაც ელექტრონულ ფეხბურთში გუნდი ჩამოაყალიბა, შემადგენლობა კი უძლიერესი გეიმერებით დააკომპლექტა - ნიკა ასათაშვილი და ლადო ონიანი.

 

სულ მალე საქართველოში კიბერლიგის მასშტაბური შეჯიბრება დაიწყება, რომელში მონაწილეობას ჩვენი გუნდიც მიიღებს. ტურნირთან დაკავშირებით ნიკა ასათაშვილს ვესაუბრეთ:

 

„გასული წელი მთლიანობაში კარგი გამოვიდა. საქართველოს კიბერგილაში, ორი ორზე ჩემპიონატში მესამე ადგილზე გავედით, ხოლო ერთი ერთზე გამართულ ტურნირზე გამარჯვება მოვიპოვე.

 

რაც შეეხება საქართველოში გამართულ ტურნირებს, ძირითადად, პირველ ან მეორე ადგილებს ვიკავებდით. საერთაშორისო დონეზე, შუა აღმოსავლეთის რეგიონში ლადო 100 საუკეთესო მოთამაშეს შორის გავიდა, ხოლო მე 138-ე ადგილი დავიკავე. აღნიშნულ რეიტინგში სხვა ქართველი არც იყო.

 

რაც შეეხება წლევანდელ კიბერლიგას, ასეთი მასშტაბური ტურნირი, მსგავსი საპრიზო ფონდით პირველად ტარდება. 12 მოთამაშე იღებს მონაწილეობას. მოთამაშეები კალათებში არიან განაწილებულნი. მე პირველ კალათაში ვარ და ჯამში 6 მოთამაშესთან მომიწევს შეხვდება. პირველივე შეხვედრა ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგესთან მაქვს.

 

მიზანი ჩემპიონობაა, თუმცა ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ასევე დავამატებ, რომ 12-დან 7 კაცში უნდა გახვიდე, რათა შემდეგ ტურნირზე გადაინაცვლო, რომელიც მესტიაში ტარდება, ხოლო საერთაშორისო ტურნირზე მოსახვედრად სამეულში უნდა გახვიდე. ვემზადებით და იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება“, - განაცხადა ნიკა ასათაშვილმა.

more news