ლოკო საგარეჯოს გარეჯს უმასპინძლებს

ლოკო საგარეჯოს გარეჯს უმასპინძლებს
29/09/2024

ლოკო საგარეჯოს გარეჯს უმასპინძლებს

ეროვნული ლიგა 2-ის 2024 წლის 27-ე ტურში თბილისის ლოკომოტივი მიხეილ მესხზე საგარეჯოს გარეჯს უმასპინძლებს.

 

ბოლო 3 მატჩში ჩვენმა გუნდმა 2 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. ამ მომენტისთვის 33 ქულა გვაქვს და გათამაშების ცხრილში მე-7 ადგილზე ვართ.

 

რაც შეეხება გარეჯს, მეტოქე 45 ქულით ეროვნულ ლიგა 2-ში მე-2 ადგილზეა და ლიდერ რუსთავს 2 ქულით ჩამორჩება.

 

მიმდინარე სეზონში ლოკომ და გარეჯმა 2-ჯერ ითამაშეს, ერთხელ მოვიგეთ და ერთი მატჩი წავაგეთ. გუნდებს შორის სეზონში მე-3 მატჩი 30 სექტემბერს 19:00 საათზე დაიწყება.

more news