ლოკო საგარეჯოს გარეჯთან გასვლითი შეხვედრისთვის ემზადება
03/08/2024
ლოკო საგარეჯოს გარეჯთან გასვლითი შეხვედრისთვის ემზადება
თბილისის ლოკომოტივმა 2024 წლის სეზონი დუშეთის არაგვთან მოპოვებული გამარჯვებით (2:1) განაახლა. ჩვენმა გუნდმა მიხეილ მესხზე მეტოქეს წულუკიძისა და გავაშელიშვილის გოლებით სძლია.
ახლა ჩვენი გუნდი ეროვნული ლიგა 2-ის მე-18 ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელსაც სტუმრად საგარეჯოს გარეჯის წინააღმდეგ გამართავს.
გარეჯმა სეზონის მეორე ნახევარი ხობის კოლხეთთან სტუმრად ნათამაშები ფრით დაიწყო. ამჟამადე ჩვენი მეტოქე გათამაშების ცხრილში 23 ქულით მე-7 ადგილზეა და ლოკოს მხოლოდ 4 ქულით უსწრებს.
მიმდინარე სეზონში გუნდებმა ერთმანეთთან უკვე ითამაშეს, მასპინძელი ლოკო იყო და მეტოქე 4:1 დავამარცხეთ.
გარეჯისა და ლოკოს შეხვედრა 5 აგვისტოს, საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე 17:30 საათზე დაიწყება.