ლოკო სავარჯიშო პროცესს საგურამოში დაუბრუნდა, გუნდი თელავთან ამხანაგური მატჩისთვის ემზადება

ლოკო სავარჯიშო პროცესს საგურამოში დაუბრუნდა, გუნდი თელავთან ამხანაგური მატჩისთვის ემზადება
11/07/2023

ლოკო სავარჯიშო პროცესს საგურამოში დაუბრუნდა, გუნდი თელავთან ამხანაგური მატჩისთვის ემზადება

თბილისის ლოკომოტივი სავარჯიშო პროცესს საგურამოს ბაზაზე დაუბრუნდა. გუნდი სეზონის განახლების წინ ჩასატარებელი მეხუთე ამხანაგური შეხვედრისთვის ემზადება.

 

ლოკოს მეტოქე ისევ თელავი იქნება. მატჩი ხვალ, 12 ივლისს, თბილისის დროით 18:00 საათზე საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის ბაზაზე გაიმართება.

 

შეგახსენებთ, რომ ლოკომოტივმა მოსამზადებელ ეტაპზე სამი ამხანაგური მატჩის მოგება მოახერხა. ჩვენმა გუნდმა ზამბიური კაფუე სელტიკსი (4:2), სამტრედია (2:1) და გაგრა დაამარცხა, ხოლო თელავთან ბოლო წუთებზე გაშვებული პენალტით წააგო (3:4).

 

საგურამოში დაბრუნებამდე ლოკომოტივი დიღმის ოლიმპიური სოფლის სტადიონზე ვარჯიშობდა.

more news