ლოკომ მესამე ამხანაგური მატჩი მოიგო, გუნდმა ამჯერად გაგრა დაამარცხა
08/07/2023
ლოკომ მესამე ამხანაგური მატჩი მოიგო, გუნდმა ამჯერად გაგრა დაამარცხა
სეზონის განახლების წინ თბილისის ლოკომოტივმა მეოთხე ამხანაგური თამაში ჩაატარა და ამჯერად გაგრა დაამარცხა - 2:1.
დიღმის ოლიმპიურ სოფელში გამართულ მატჩში ლოკო ორბურთიანი უპირატესობით იგებდა, გოლები ბაშელეიშვილმა და მენთაშაშვილმა გაიტანეს. მოგვიანებით გაგრამ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:1 ლოკომოტივის სასარგებლოდ.
თბილისელთათვის ეს უკვე მესამე გამარჯვებაა სეზონის განახლების წინ მოსამზადებელ ეტაპზე. აქამდე რევაზ გოცირიძის გუნდმა ზამბიური კაფუე სელტიკსი (4:2) და სამტრედია (2:1) დაამარცხა. ერთადერთი თამაში კი ლოკომ თელავთან, უკანასკნელ წუთზე გაშვებული პენალტის გამო წააგო - 3:4.