ლოკო ვიტ ჯორჯიასთან დამარცხდა

ლოკო ვიტ ჯორჯიასთან დამარცხდა
10/03/2024

ლოკო ვიტ ჯორჯიასთან დამარცხდა

ეროვნული ლიგა 2-ის 2024 წლის სეზონის მეორე ტურის შეხვედრა თბილისის ლოკომოტივმა საკუთარ მოედანზე ვიტ ჯორჯიასთან გამართა და მინინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა.

 

მატჩი მეტოქის უპირატესობით დაიწყო და ერთადერთი გოლი მათ მე-7 წუთზე გაიტანეს, თავის გამოჩენა ქარდავამ მოახერხა.

 

ამის შემდეგ ლოკო სიტუაციის გამოსწორებას ეცადა, კარგი შეტევებიც ჰქონდა, თუმცა მეტოქის კარში გოლის გატანა ვერ მოახერხა.

 

ამ მომენტისთვის ჩვენს გუნდს ეროვნულ ლიგა 2-ში 1 ქულა აქვს, პირველ ტურში სპაერთან გასვლითი თამაში ლოკომ 1:1 დაასრულა. მომდევნო ტურის შეხვედრას კი გუნდი 14 მარტს დინამო თბილისი 2-თან სტუმრად ჩაატარებს.

more news