ლოკო ვიტ ჯორჯიასთან სტუმრად ითამაშებს

ლოკო ვიტ ჯორჯიასთან სტუმრად ითამაშებს
18/10/2024

ლოკო ვიტ ჯორჯიასთან სტუმრად ითამაშებს

თბილისის ლოკომოტივი ოქტომბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ პირველ მატჩს სტუმრად ვიტ ჯორჯიას წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

ჩვენი მეტოქე შეხვედრას კარგ ფორმაში ხვდება, ვიტ ჯორჯიამ ზედიზედ 3 თამაში მოიგო და 37 ქულით მე-6 ადგილზეა. რაც შეეხება ლოკოს, ეროვნულ ლიგა 2-ში ჩატარებული 28 ტურის შემდეგ 34 ქულით მე-8 პოზიციაზეა.

 

მიმდინარე სეზონში ლოკომ ვიტ ჯორჯიასთან 3-ჯერ ითამაშა. 2-ჯერ დავმარცხდით, ხოლო ერთი მატჩი ფრედ დასრულდა.

 

ვიტ ჯორჯიასა და ლოკოს შეხვედრა 19 ოქტომბერს 15:00 საათზე დაიწყება.

more news