ლოკო ზაფხულის შესვენებამდე ბოლო მატჩს ხობთან ჩაატარებს

ლოკო ზაფხულის შესვენებამდე ბოლო მატჩს ხობთან ჩაატარებს
01/06/2024

ლოკო ზაფხულის შესვენებამდე ბოლო მატჩს ხობთან ჩაატარებს

ეროვნულ ლიგა 2-ში ორთვიანი შესვენება ცხადდება. ჩემპიონატის პირველი ნაწილის დასრულებამდე თბილისის ლოკომოტივი ბოლო მატჩს საკუთარ მოედანზე ხობთან ჩაატარებს.

 

ლიგის მე-16 ტურის მატჩის წინ ჩვენს გუნდს 15 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა. უკანასკნელ ტურში რევაზ გოცირიძის გაწვრთნილებმა 10 კაცით სტუმრად გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ რუსთავთან ქულა მოიპოვეს.

 

ხობი ამ მომენტისთვის გათამაშების ცხრილში ბოლო ადგილზეა, თუმცა სათამაშო ფორმა გამოასწორა და უკანასკნელი 4 მატჩიდან 3 მოიგო. დაამარცხა არაგვი, რუსთავი და შტურმი.

 

პირველ წრეში ლოკომ და ხობმა 2:2 ითამაშეს. ჩვენი შემადგენლობიდან მეტოქის კარში გოლების გატანა შეწირულმა და ჩაჩუამ მოახერხეს.

 

ეროვნული ლიგა 2-ის მე-16 ტურის მატჩი მიხეილ მესხი 2-ზე 19:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.

 

ეროვნული ლიგა 2 I მე-16 ტური:

 

გარეჯი - რუსთავი
ვიტ ჯორჯია - შთურმი
ლოკომოტივი - ხობი
სპაერი - სიონი
არაგვი - დინამო თბილისი 2

more news