ლოკომ ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ტურში თბილისის მერანი დაამარცხა
ლოკომ ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ტურში თბილისის მერანი დაამარცხა
ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო, 36-ე ტურის შეხვედრაში თბილისის ლოკომოტივმა თბილისის მერანი 5:0 დაამარცხა.
მატჩი ლოკოს უპირატესობით დაიწყო და 22-ე წუთზე ალექსანდრე თურქიამ ჩვენი გუნდი დააწინაურა. ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა 28-ე წუთზე ლოკოს უპირატესობა ორამდე გაზარდა, ხოლო პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში გიორგი გაბაძემ დააფიქსირა მე-40 წუთზე - 3:0.
მეორე ნახევარიც ჩვენი გუნდის უპირატესობით გაგრძელდა და 66-ე წუთზე ბიძინა მახარობლიძემ თბილისის მერანის კარში მეოთხე გოლი გაიტანა. შეხვედრაში წერტილი ლაშა მენთეშაშილმა დასვა 81-ე წუთზე.
საბოლოოდ, ლოკომ სეზონი ეროვნულ ლიგა 2-ში 40 ქულით მერვე ადგილზე დაასრულა.
ჩვენი გუნდი ახლა ეროვნული ლიგა 2-ის პლეი აუტისთვის მოემზადება. ორ შეხვედრას ლოკო დეკემბერში გამართავს.
ლოკომოტივი 5:0 თბილისის მერანი I ეროვნული ლიგა 2 I 36-ე ტური
გოლები: თურქია (22), ბაშელეიშვილი (28), გაბაძე (40), მახარობლიძე (66), მენთეშაშვილი (81)
ლოკომოტივი: თანდილაშილი, შეწირული, ოზბეთელაშვილი (46 მახარობლიძე), კეკელიძე (71 ტაბატაძე), ფრენკი (71 გაბისონია), ბუკია, გეგუჩაძე, გაბაძე (71 მუკბანიანი), ბაშელეიშვილი, თურქია (46 მენთეშაშვილი), ჩაჩუა
მთავარი მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე
თბილისის მერანი: ტოგონიძე, ტყემალაძე (46 ოსიძე), ბოგვერაძე (46 ქოჩაკიძე), არველაძე, აბრამიშვილი, ოგუნბუფუნგი (73 სებაკი), ჯალაღონია, კენჭაძე, მადუბა (46 კუხიანიძე), გორდაძე, შენგელია (73 კოპლინი)
მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ შენგელია