ლოკომ მეექვსე ტურის მატჩი სტუმრად ბოლნისის სიონთან გამართა

12/04/2025
ლოკომ მეექვსე ტურის მატჩი სტუმრად ბოლნისის სიონთან გამართა
თბილისის ლოკომოტივმა ეროვნული ლიგა 2-ის 2025 წლის სეზონის მეექვსე ტურის მატჩი სტუმრად ბოლნისის სიონთან ჩაატარა და 0:1 დამარცხდა.
მარნეულის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარებულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი მატჩის მე-6 წუთზე ალექსანდრე ვერულიძემ გაიტანა. ლოკო ბევრს ეცადა, მაგრამ თამაშის ბოლომდე ანგარიში ვერ გაათანაბრა.
ექვსი ტურის შემდეგ ჩვენს გუნდს ეროვნულ ლიგაში 4 ქულა აქვს. მომდევნო ტურის მატჩს 16 აპრილს საგურამოში იბერია 2-თან ჩავატარებთ.
ეროვნული ლიგა 2 I მე-6 ტურის შედეგები:
რუსთავი 0:2 სპაერი
მერანი 1:3 გონიო
სიონი 1:0 ლოკომოტივი
სამტრედია 0:1 დინამო თბილისი 2
იბერია 2 0:0 მეშახტე