ლოკომ საქართველოს თასზე ბორჯომი სტუმრად დაამარცხა

ლოკომ საქართველოს თასზე ბორჯომი სტუმრად დაამარცხა
19/07/2024

ლოკომ საქართველოს თასზე ბორჯომი სტუმრად დაამარცხა

თბილისის ლოკომოტივმა 2024 წლის სეზონი განაახლა. ჩვენი გუნდი საქართველოს თასის 1/16 ფინალში ბორჯომს დაუპირისპირდა და მეტოქე 6:0 დაამარცხა.

 

ბორჯომისა და ლოკოს მატჩს ხაშურის გრიგოლ ჯომართიძის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა. შეხვედრა ჩვენი გუნდის უპირატესობით დაიწყო და უკვე მე-18 წუთზე ნიკა ჭანტურიამ ლოკო დააწინაურა.

 

პირველ ტაიმში თავის გამოჩენა მამია გავაშელიშვილმა და ლაშა მენთეშაშვილმაც მოახერხეს და ტაიმი 3:0 დასრულდა. მეორე ნახევარში კი მეტოქის კარში გოლები ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა (ორჯერ) და რატი მჭედლიშვილმა გაიტანეს.

 

ჩვენი გუნდის რიგებში განელი ლეგიონერის, დენის ამოაკოს დებიუტიც შედგა, რომელიც იჯარის წესით გაგრადან დავიმატეთ.

 

თასის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა 22 ივლისს ჩატარდება.

more news