ლოკომ სეზონის პირველი მატჩი გონიოსთან ფრედ დაასრულა

ლოკომ სეზონის პირველი მატჩი გონიოსთან ფრედ დაასრულა
08/03/2025

ლოკომ სეზონის პირველი მატჩი გონიოსთან ფრედ დაასრულა

თბილისის ლოკომოტივმა 2025 წლის საფეხბურთო სეზონი ოფიციალურად გახსნა.

 

ეროვნული ლიგა 2-ის პირველ ტურში გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ლიგის დებიუტანტს, გონიოს ვუმასპინძლეთ. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

 

ლოკო მატჩის მე-6 წუთზე ლაშა მენთეშაშვილმა პენალტით დააწინაურა. გონიომ წონასწორობა ტაიმის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, 35-ე წუთზე აღადგინა, გოლი კახა კახაბრიშვილის ანგარიშზეა. მეორე ტაიმში კი გოლი აღარ გასულა.

 

შედეგადად, 2025 წლის გათამაშება 1 ქულით დავიწყეთ. მეორე ტურში ლოკო ტყიბულის მეშახტეს შეხვდება. მატჩი 15 მარტს, ამბროლაურში, აგრანო ვაჩაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

more news