ლოკომოტივი ბოლო სპარინგისთვის ემზადება

ლოკომოტივი ბოლო სპარინგისთვის ემზადება
14/07/2023

ლოკომოტივი ბოლო სპარინგისთვის ემზადება

თბილისის ლოკომოტივი საგურამოში ბოლო სპარინგ-თამაშისთვის ემზადება. ჩვენი გუნდი ხვალ, 15 ივლისს საბურთალოს დაუპირისპირდება.

 

საბურთალოსთან მატჩის შემდეგ ლოკო მზადებას უკვე საქართველოს თასის 1/16 ფინალური ეტაპის შეხვედრისთვის დაიწყებს, სადაც ქობულეთის შუქურას შეხვდება. შეხვედრა 22 ივლისსაა დაგეგმილი.

 

შეგახსენებთ, რომ ლოკომოტივმა სეზონის განახლების წინ უკვე ჩაატარა ხუთი ამხანაგური თამაში, საიდანაც 3 მოიგო და 2 წააგო. ლოკომ კაფუე სელტიკსი (4:2), სამტრედია (2:1) და გაგრა (2:1) დაამარცხა, ხოლო ორჯერ თელავთან (3:4, 1:2) დამარცხდა.

more news