ლოკომოტივი თელავთან ამხანაგურ შეხვედრაში დამარცხდა

ლოკომოტივი თელავთან ამხანაგურ შეხვედრაში დამარცხდა
13/07/2023

ლოკომოტივი თელავთან ამხანაგურ შეხვედრაში დამარცხდა

თბილისის ლოკომოტივმა სეზონის განახლების წინ მეხუთე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. გუნდი ამჯერადაც თელავთან დამარცხდა - 1:2.

 

საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის ბაზაზე გამართული შეხვედრა მეტოქის უპირატესობით დაიწყო, თელავი აშორტიას დუბლით 2:0 დაწინაურდა. პირველივე ტაიმში ოზბეთელაშვილმა სხვაობა შეამცირა. მატჩის მეორე ნახევარში გოლები აღარ გასულა.

 

თელავთან ლოკომ მოსამზადებელ ეტაპზე უკვე მეორედ ითამაშა. პირველი მატჩი ჩვენმა გუნდმა 3:4, ბოლო წუთებზე გაშვებული პენალტით დათმო. ამ შეხვედრების გარდა ლოკომოტივმა კაფუე სელტიკსთან, გაგრასთან და სამტრედიასთან ითამაშა. ყველა ეს დაპირისპირება გუნდმა გამარჯვებით დაასრულა.

more news