ლოკომოტივი საქართველოს თასის მერვედფინალშია
ლოკომოტივი საქართველოს თასის მერვედფინალშია
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის წლევანდელ გათამაშებაში, ლოკომოტივი 1/16 ფინალიდან ჩაერთო. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა, პირველი მეტოქე - თბილისის მერანი დამაჯერებლად - 5:2 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
მატჩში ანგარიში გიორგი ქველაძემ გახსნა. ახალგაზრდა მცველმა, მე-14 წუთზე თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა. ანგარიში 30-ე წუთზე, ფიფიამ, შორეული დარტმით გაათანაბრა. რის შემდეგაც, ლოკომოტიველებმა სიჩქარეები გაზარდეს და მეტოქის კართან, არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს. თუმცა, წინ გასვლა, ჭიაბრიშვილის გუნდმა მე-40 წუთზე შეძლო, როცა მამია გავაშელიშვილმა ირაკლი სიხარულიძის პასის შემდეგ გაიტანა.
44-ე წუთზე, საჯარიმოში ხელით თამაშის გამო, მატჩის არბიტრმა მერანის კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ზუსტად და დამაჯერებლად ირაკლი სიხარულიძემ შეასრულა და ლოკომ ტაიმი 3:1 მოიგო.
მეორე ტაიმის 57-ე წუთზე, იმრანის გადაცემის შემდეგ, ირაკლი სიხარულიძემ დუბლი შეასრულა და ლოკოს უპირატესობა სამბურთიანი გახდა. 65-ე წუთზე, გია ჭიაბრიშვილმა ერთბაშად 5 ცვლილება განახორციელა და მოედანზე დასვენებული ფეხბურთელები შემოუშვა.
71-ე წუთზე, გივი მუკბანიანის აქტიურ თამაშს, მერანის გარში გატანილი გოლი მოჰყვა. ლოკოს ახალგაზრდა ფეხბურთელმა, თავისი სადებიუტო გოლი იზეიმა. 78-ე წუთზე, ამ შეხვედრაში ბოლო გოლი გავიდა. მასპინძელი გუნდიდან, ანგარიშში სხვაობა ზურაბ ღირდალიძემ შეამცირა.
საბოლოოდ, 5:2 და ლოკომოტივი გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
საქართველოს თასი, 1/16 ფინალური მატჩი
მერანი თბ 2:5 ლოკომოტივი (1:3)
ლოკომოტივი: მამარდაშვილი, ანდრონიკაშვილი, სანდოხაძე, ქველაძე, მჭედლიშვილი, შონია, დარცმელია (იაკობიძე 65), სამურკასოვი (ბუიღლიშვილი 65), იმრანი (კახაბრიშვილი 65), გავაშელიშვილი (მუკბანიანი 65), სიხარულიძე (ჭიაბრიშვილი 65)
გოლები: ქველაძე (14), გავაშელიშვილი (40), სიხარულიძე (44 პენ, 57), მუკბანიანი (71)
გაფრთხილება: ქველაძე
მთ.მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი