ლოკომოტივი სპაერთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლოკომოტივი სპაერთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ეროვნული ლიგა 2-ის 31-ე ტურის შეხვედრას თბილისის ლოკომოტივი მიხეილ მესხზე სპაერთან ჩაატარებს.
ჩვენი გუნდი ამ დაპირისიპირებას ძალიან კარგ ფორმაში ხვდება. ლოკომოტივმა უკანასკნელი 5 თამაშიდან 3 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. წინა ტურში ლოკო მარტვილის მერანთან სტუმრად 0:2 მარცხდებოდა, თუმცა ბიძინა მახარობლიძის დუბლით ქულის მოპოვება მაინც შეძლო.
ამჟამად ჩვენი გუნდი გათამაშების ცხრილში მე-8 ადგილზეა და კონკურენტ მარტვილის მერანს 8 ქულით ასწრებს. წინ კი ვიტ ჯორჯიაა, რომელსაც 37 ქულა აქვს და ლოკოსთან 7-ქულიანი უპირატესობა.
რაც შეეხება მეტოქეს, სპაერი ამჟამად ეროვნულ ლიგა 2-ში 56 ქულით მე-3 ადგილზეა და ეროვნულ ლიგაში გადასასვლელად იბრძვის. ბოლო 5 მატჩიდან მათ 4-ში გაიმარჯვეს და მხოლოდ წინა ტურში დამარცხდნენ ხობის კოლხეთთან.
მიმდინარე სეზონში ლოკომ და სპაერმა 3-ჯერ ითამაშეს, სამივე მატჩში გამარჯვება მოწინააღმდეგეს დარჩა.
31-ე ტურის მატჩს თბილისის ლოკომოტივი 27 ოქტომბერს მიხეილ მესხზე 18:00 საათზე გამართავს. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.
ეროვნული ლიგა 2 I 31-ე ტური:
გარეჯი - მარტვილის მერანი
თბილისის მერანი - ხობის კოლხეთი
ვიტ ჯორჯია - დინამო თბილისი 2
ლოკომოტივი - სპაერი
ფოთის კოლხეთი 1913 - ბოლნისის სიონი