თბილისის ლოკომოტივმა მარტვილის მერანთან სტუმრად ქულა მოიპოვა

თბილისის ლოკომოტივმა მარტვილის მერანთან სტუმრად ქულა მოიპოვა
19/10/2023

თბილისის ლოკომოტივმა მარტვილის მერანთან სტუმრად ქულა მოიპოვა

ეროვნული ლიგა 2-ის 30-ე ტურის შეხვედრა თბილისის ლოკომოტივმა სტუმრად მარტვილის მერანის წინააღმდეგ ჩაატარა და ქულა მოიპოვა - 2:2.

 

მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა. მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და პირველი ტაიმის სამწუთიან მონაკვეთში 2 გოლი გაიტანეს. ბაქარ ლაღაძემ მერანი დააწინაურა, ხოლო ჯავახირ ესანკულოვმა მერანის უპირატესობა 2-მდე გაზარდა. 39-ე წუთზე ლაღაძეს დუბლის შესრულებაც შეეძლო, თუმცა პენალტი ვერ გაიტანა.

 

ლოკო თამაშში პირველი ტაიმის მიწურულს დაბრუნდა. ბიძინა მახარობლიძემ მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე პენალტი გამოიყენა და შესვენებაზე გუნდები 1:2-ით გავიდნენ.

 

მეორე ნახევარში ჩვენი გუნდი კიდევ უფრო გააქტიურდა, ხშირად ცდილობდა გოლის გატანას. საბოლოოდ, 78-ე წუთზე მახარობლიძემ კვლავ პენალტიდან გაიტანა, დუბლი შეასრულა და ლოკომოტივს მნიშვნელოვანი 1 ქულა მოუტანა.

 

ეროვნული ლიგა 2-ის 30 ტურის შემდეგ ჩვენს გუნდს 30 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-8 ადგილზეა. ლოკო მდევარ მარტვილის მერანს 8 ქულით უსწრებს.

 

მარტვილის მერანი - ლოკომოტივი 2:2 I ეროვნული ლიგა 2 I 30-ე ტური

 

მერანი: რნიჩი, ელბაქიძე, ესანკულოვი (75 ბაღიშვილი), ჯურიჩი, არჩაია (75 გადილია), ბაკსანოკოვი, ბერია (30 სმირნოვი, 64 ონიანი)), გაგიტი (64 ლეჟავა), დაგარგულია, თოდუა.

 

მწვრთნელი: ზაურ კიბიშევი

 

ლოკომოტივი: თანდილაშვილი, მოლაშვილი (46 გეგუჩაძე), ხინჩიაშვილი (46 შეწირული), კეკელიძე, მახარობლიძე, ფრენკ ჩილეშე (72 კალანდაძე), გაბაძე (82 ხარაიშვილი), მენთეშაშვილი, გაბისონია (46 ბონი), ჩაჩუა, ჭანტურია.

 

მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე

more news