ლოკომოტივი სტუმრად საგარეჯოს გარეჯთან დამარცხდა
08/11/2023
ლოკომოტივი სტუმრად საგარეჯოს გარეჯთან დამარცხდა
თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 33-ე ტურის შეხვედრაში სტუმრად გათამაშების ლიდერს, საგარეჯოს გარეჯს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა.
მატჩი საგარეჯოელთა უპირატესობით დაიწყო და მე-6 წუთზე ლევან პაპავამ გარეჯი დააწინაურა. მე-19 წუთზე მეტოქის უპირატესობა ორამდე გაიზარდა, გოლის გატანა ბექა გაბისკირიას გადაცემის შემდეგ შალვა ექვთიმიშვილმა მოახერხა.
მეორე ტაიმში ლოკო გააქტიურდა, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა და 73-ე წუთზე ლაშა ოზბეთელაშვილმა გოლის გატანაც მაოხერხა, თუმცა ეს შეხვედრაში უკანასკნელი გოლი აღმოჩნდა.
33 ტურის შემდეგ თბილისის ლოკომოტივს ეროვნულ ლიგა 2-ში 34 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა. ჩვენი გუნდი მომდევნო მატჩს სანაკრებო პაუზის შემდეგ, 24 ნოემბერს მიხეილ მესხი 2-ზე ვიტ ჯორჯიასთან გამართავს.