ლოკოს eSports-ის გუნდმა FC PRO OPEN-ის კვალიფიკაციაზე გამოსვლა დაასრულა
ლოკოს eSports-ის გუნდმა FC PRO OPEN-ის კვალიფიკაციაზე გამოსვლა დაასრულა
საფეხბურთო კლუბმა თბილისის ლოკომოტივმა, დაახლოებით, ორი წლის წინ eSports-ის გუნდი შექმნა.
ლოკო მაშინ პირველი ორგანიზაცია იყო, რომელმაც ელექტრონულ ფეხბურთში გუნდი ჩამოაყალიბა, შემადგენლობა კი უძლიერესი გეიმერებით დააკომპლექტა - ნიკა ასათაშვილი და ლადო ონიანი
7 ნოემბერს ჩვენმა გუნდმა დაასრულა ნოემბრის თვის FC PRO OPEN-ის 7 დღიანი კვალიფიკაცია, რომელშიც შუა აღმოსავლეთის (საქართველო, ყაზახეთი, ქუვეითი, კატარი , საუდის არაბეთი, ემირატები, ლიბანი) 1086 საუკეთესო მოთამაშე მონაწილეობდა.
ლადო ონიანმა კვალიფიკაციაზე მე-200 ადგილი დაიკავა, ხოლო ნიკა ასათაშვილი 153-ე ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ ნიკამ ერთ-ერთ შეხვედრაში ყაზახეთის ჩემპიონი 4:2 დაამარცხა.
ნიკა ასათაშვილი 18 ნოემბერს ევროპაბეთის თასის ფინალურ ეტაპზეც ითამაშებს. ასევე, მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება ქვეყნებს შორის ჩემპიონატის ჩატარებაც, რომელსაც საუდის არაბეთი უმასპინძლებს. ამ მოვლენის შესახებ დეტალური ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.