ლოკომოტივმა ზამბიური კაფუე სელტიკსიდან ექვსი ფეხბურთელი დაიმატა

ლოკომოტივმა ზამბიური კაფუე სელტიკსიდან ექვსი ფეხბურთელი დაიმატა
11/07/2023

ლოკომოტივმა ზამბიური კაფუე სელტიკსიდან ექვსი ფეხბურთელი დაიმატა

თბილისის ლოკომოტივმა ექვს ფეხბურთელთან კონტრაქტი გააფორმა. ყველა მათგანი ზამბიელია, ისინი გუნდს ზამბიური კაფუე სელტიკსიდან შემოუერთდნენ და ლოკომოტივის მთავარ გუნდსა და ლოკომოტივი 2-ში გადანაწილდებიან.

 

თბილისური გუნდის ახალწვეულები არიან: ვინსენტ კალინდა (თავდამსხმელი), დარტონ ბვალია (თავდამსხმელი), ბონეფანსეო ფირი (თავდამსხმელი), აგრიპა მვილა (ნახევარმცველი), ფრენკ ჩილეშე (ნახევარმცველი), ფლოიდ ჩილეშე (ნახევარმცველი).

 

ლოკომ ფეხბურთელებთან 3.5 წლიანი ხელშეკრულებები დადო, მოთამაშეები გუნდში 2026 წლამდე ითამაშებენ.

more news