ლოკომოტივის 3 ფეხბურთელი საქართველოს U19 ნაკრებში გამოიძახეს
08/11/2023
ლოკომოტივის 3 ფეხბურთელი საქართველოს U19 ნაკრებში გამოიძახეს
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შეკრებაზე თბილისის ლოკომოტივიდან 3 ფეხბურთელი მიიწვიეს:
ჩვენი გუნდის წევრები U19 გუნდში არიან: სოსო კოპალიანი (მეკარე), დავით ბუკია (ცენტრალური მცველი) და ნიკოლოზ ნინიძე (შემტევი ნახევარმცველი).
ვასილ მაისურაძის გუნდი ნოემბერში კონტინენტის პირველობის საკვალიფიკაციო რაუნდში ითამაშებს. ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს მეტოქეები კვიპროსი, მოლდოვა და ესპანეთი იქნებიან. მატჩებს 15-დან 21 ნოემბრის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს.
თბილისის ლოკომოტივი წარმატებებს უსურვებს ახალგაზრდა ფეხბურთელებს.