ლოკომოტივის დამაჯერებელი გამარჯვება

ლოკომოტივის დამაჯერებელი გამარჯვება
01/03/2019

ლოკომოტივის დამაჯერებელი გამარჯვება

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის განახლებულ სეზონში ლოკომოტივმა რუსთავის "რუსთავს" უმასპინძლა. შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, მე-18 წუთზე თავი ზაზა ციცქიშვილმა გამოიჩინა. მიუხედავად გაშვებული გოლისა ლოკომოტივი უპირატესობას ფლობდა 34-ე წუთზე დავით უბილავას პასით გოლი დავით ჯიქიამ გაიტანა. ლოკომ შეტევები განაგრძო და პირველი ტაიმის მიწურულს რატი არდაზიშვილმა მასპინძლები დააწინაურა ანგარიშით 2:1. 

მეორე ნახევარში ლოკომოტივი სრულ უპირატესობას ფლობდა, რაც კიდევ 2 გატანილ გოლში გარდაისახა. 84-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდება გოლით აღნიშნა და "რკინიგზელები" ორბურთიანი უპირატესობით წინ გაიყვანა. წერტილი მატჩში შეცვლაზე შემოსულმა რევაზ ინჯგიამ დასვა, 88-ე წუთზე ახალგაზრდა შემტევა მცველი ჩამოიტოვა და საბოლოო ანგარიში 4:1 დააფიქსირა. ლოკომოტივმა აქტივში პირველი სამი ქულა ჩაიწერა. შემდეგ შეხვედრას ლოკომოტივი კვლავ მასპინძლის სტატუსით 5 მარტს მოქმედი ჩემპიონის თბილისის "საბურთალოს" წინააღმდეგ გამართავს.

 

ლოკომოტივი:  ბულისკერია, ძებნიაური, ჭანტურია, გურეშიძე, კირკიტაძე(კობახიძე 89), გვალია(სამურკასოვი 59), შონია, უბილავა, არდაზიშვილი, სიხარულიძე, ჯიქია(ინჯგია 77). 

more news