ლოკომოტივმა დინამო თბილისი 2-თან გამარჯვება უკანასკნელ წუთებზე დათმო
ლოკომოტივმა დინამო თბილისი 2-თან გამარჯვება უკანასკნელ წუთებზე დათმო
თბილისის ლოკომოტივმა ეროვნული ლიგა 2-ის მე-20 ტურის შეხვედრა ილია კოკაიას სახელობის მოედანზე გამართა და დინამო თბილისი 2-თან ერთი ქულა მოიპოვა - 1:1.
მატჩის პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში უპირატესობა ხელთ ჩვენმა გუნდმა ჩაიგდო და შეხვედრის 48-ე წუთზე ლაშა ოზბეთელაშვილის პასით გოლის გატანა ლაშა მენთეშაშვილმა მოახერხა - 1:0.
ლოკო ანგარიშის შენარჩუნებას მატჩის ბოლომდე ახერხებდა, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე დინამო თბილისი 2-მა ანგარიში გაათანაბრა - 1:1. ლოკომოტივის კარში გოლის გატანა შეცვლაზე შესულმა დიმიტრი ღურწკაიამ მოახერხა.
აღსანიშნავია ისიც, რომ თამაშის მიწურულს მეორე ყვითელი ბარათის გამო შეხვედრის არბიტრმა მოედნიდან გიორგი პირტახია გააძევა.
შედეგად, ეროვნული ლიგა 2-ის 20 ტურის შემდეგ ჩვენს გუნდს 13 ქულა აქვს და მეცხრე ადგილზე იმყოფება. წინა ტურშიც ლოკომ 1 ქულა ხელიდან მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაუშვა. მომდევნო შეხვედრას თბილისის ლოკომოტივი 13 აგვისტოს, მესხი 2-ზე მარტვილის მერანთან ჩაატარებს, რომელიც მერვე ადგილზე იმყოფება 17 ქულით და აქედან გამომდინარე, ამ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
დინამო თბილისი 2 - ლოკომოტივი I ეროვნული ლიგა 2 I ილია კოკაია
გოლები: 48' ოზბეთელაშვილი, 90+3' ღურწკაია.
გაძევება: 87' პირტახია.
დინამო თბილისი 2: მაქაცარია, ახალკაცი, ფაჩულია (65' ცეცხლაძე), ფეიქრიშვილი, იობაშვილი (72' ქოქოსაძე), წულუკიძე (56' გოგობერიშვილი), ბარათელია (65' ღურწკაია), გოგნაძე, დათუაშვილი (72' იენჯოკი), უგრეხელიძე, ლაცაბიძე.
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ კაკაშვილი
ლოკომოტივი: თანდილაშვილი, პირტახია, შეწირული, ოზბეთელაშვილი (67' კურტანიძე), კეკელიძე (46' მოლაშვილი), მუკბანიანი (60' კალანდაძე), მახარობლიძე, ხარაიშვილი (23' გეგუჩაძე), მენთეშაშვილი, ჩაჩუა, ჭანტურია.
მთავარი მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე
მსაჯები: მ.კიკორია, დ ახვლედიანი, გ. ტარუაშვილი, გ.მაჩიტიძე.