ლოკომოტივმა ეროვნული ლიგა 2-ის 26-ე ტურში ფოთის კოლხეთთან ფრედ ითამაშა

ლოკომოტივმა ეროვნული ლიგა 2-ის 26-ე ტურში ფოთის კოლხეთთან ფრედ ითამაშა
14/09/2023

ლოკომოტივმა ეროვნული ლიგა 2-ის 26-ე ტურში ფოთის კოლხეთთან ფრედ ითამაშა

ეროვნული ლიგა 2-ის 26-ე ტურის შეხვედრაში თბილისის ლოკომოტივმა მიხეილ მესხი 2-ზე ფოთის კოლხეთი 1913 მიიღო. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

 

ლოკომ შეხვედრა ძალიან აქტიურად დაიწყო და უკვე მე-2 წუთზე ბაშელეიშვილმა ჩაჩუას პასით ანგარიში გახსნა. მეტოქემ ტაიმის ბოლოს აქტიურად შემოგვიტია და 42-ე წუთზე ანგარიში დავით მეგრელიშვილმა გაათანაბრა.

 

მატჩის მეორე ტაიმში, 59-ე წუთზე შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ფოთის ფეხბურთელს, ზურაბ ჯაფიაშვილს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედანი დაატოვებინა. ამის შემდეგ ლოკო ისევ ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ ვერ მოახერხა და საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს.

 

ლოკოს შემადგენლობაში ზამბიელი ლეგიონერის, ფრენკ ჩილეშეს დებიუტი შედგა, რომელმაც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

 

26-ე ტურის შემდეგ ლოკომ 20 ქულა დააგროვა, მე-8 ადგილზე გადავიდა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია. ჩვენი გუნდი მორიგ შეხვედრას 22 სექტემბერს, თბილისის მერანთან სტუმრად ჩაატარებს.

 

ლოკომოტივი - კოლხეთი 1913 I ეროვნული ლიგა 2 I 26-ე ტური:

 

გოლები: ბაშელეიშვილი (2), მეგრელიშვილი (42)

 

გაძევება: ჯაფიაშვილი (59)

 

ლოკომოტივი: კოპალიანი, შეწირული (71 თურქია), მახარობლიძე, ფრენკ ჩილეშე (76 ტაბატაძე), გეგუჩაძე, გაბაძე, მენთეშაშვილი, ბაშელეიშვილი, ბონი (55 კურტანიძე), ჩაჩუა, ჭანტურია

 

მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე

 

კოლხეთი 1913: კოტლიაროვი, ჯაფიაშვილი, გავაშელიშვილი (61 სიჭინავა), ხარშილაძე, ახალაძე, ჩიქოვანი (89 ხარებავა), მესიაჩენკო, კოხრეიძე, მეგრელიშვილი, ზურაბიანი, გვასალია

 

მწვრთნელი: დავით კვირკველია

more news