თბილისის ლოკომოტივი სტუმრად ხობს შეხვდება

თბილისის ლოკომოტივი სტუმრად ხობს შეხვდება
02/11/2023

თბილისის ლოკომოტივი სტუმრად ხობს შეხვდება

თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 32-ე ტურის შეხვედრისთვის აქტიურ მზადებას განაგრძობს. ჩვენი გუნდის მეტოქე ხობი იქნება. მატჩი ხობში, პაატა თათარიშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

 

ლოკო 32-ე ტურის თამაშს ძალიან კარგ განწყობაზე ხვდება. ჩვენი გუნდი უკვე ზედიზედ 4 მატჩია არ აგებს. დავამარცხეთ ბოლნისის სიონი და დინამო თბილისი 2, ხოლო მარტვილის მერანთან და სპაერთან ფრე ვითამაშეთ.

 

ამჟამად თბილისის ლოკომოტივს ეროვნულ ლიგა 2-ში 31 ქულა აქვს, მე-8 ადგილზეა და უშუალო კონკურენტს, მარტვილის მერანს უკვე 9 ქულით უსწრებს. მე-7 ადგილზე მყოფ ვიტ ჯორჯიასთან კი ლოკოს 7 ქულა აშორებს.

 

რაც შეეხება მეტოქეს, ხობი 44 ქულით მე-6 ადგილზეა. ჩვენმა მეტოქემ ეროვნული ლიგი 2-ის ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო, სტუმრად ფოთის კოლხეთი 1913-თთან.

 

მიმდინარე სეზონში ლოკომოტივი და ხობი ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ. ჩვენმა გუნდმა ხობელთა დამარცხება მესამე წრეში 2:1 მოახერხა, გოლები მახარობლიძემ და თურქიამ გაიტანეს.

 

ხობისა და ლოკომოტივის შეხვედრა 3 ნოემბერს, პაატა თათარაშვილის სახელობის სტადიონზე 14:30 საათზე დაიწყება.

 

ეროვნული ლიგა 2 I 32-ე ტური:

 

ბოლნისის სიონი - თბილისის მერანი
ხობი - ლოკომოტივი
მარტვილის მერანი - ვიტ ჯორჯია
დინამო თბილისი 2 - ფოთის კოლხეთი 1913
სპაერი - გარეჯი

more news