ლოკომოტივმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა
ლოკომოტივმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის მატჩში „ლოკომოტივმა“ საკუთარ მოედანზე ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი - „საბურთალო“ მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით - 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი ირაკლი სიხარულიძემ 56-ე წუთზე, დავით სამურკასოვის პასით გაიტანა. ეს ლოკოსთვის უკვე მე-8 წაუგებელი მატჩია.
მატჩის პირველი ნახევარი თითქმის თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ძალიან მობილიზებული იყო კორღალიძის გუნდის დაცვა და ართმევაზე მშვენივრად თამაშობდა ნახევარდაცვა.
„ლოკომოტივმა“ მეორე ტაიმის საწყის წუთებშივე მოუმატა თამაშს და გოროზია-სამურკასოვი-სიხარულიძის კომბინაცია ლოკოს საუკეთესო ბომბარდირის გოლით დასრულდა. მიმდინარე სეზონში სიხარულიძისთვის ეს უკვე მე-8 გოლია. 6 საგოლე პასი დაუგროვდა დავით სამურკასოვს.
სატურნირო ცხრილში „ლოკომოტივი“ კვლავ მე-5 პოზიციაზეა და 29 ქულა აქვს. თბილისელები ქუთაისის „ტორპედოს“ 5 ქულით ჩამორჩებიან. ჩემპიონატის მომდევნო ტურში, კი ერთმანეთს სწორედ ეს ორი გუნდი დაუპირისპირდება.
ლოკომოტივი 1:0 საბურთალო
ლოკომოტივი: ბულისკერია, გურეშიძე, ჭანტურია, უბილავა (C), კომახიძე, ძებნიაური, შონია, ჯიქია (იაკობიძე 90+4), სამურკასოვი, გოროზია (გვალია 69), სიხარულიძე (შეყილაძე 90)
გოლი: სიხარულიძე (56)
მთ.მწვრთნელი - ლევან კორღალიძე