ლოკომოტივმა სპაერის წინააღმდეგ ფრე ითამაშა
ლოკომოტივმა სპაერის წინააღმდეგ ფრე ითამაშა
ეროვნული ლიგა 2-ის 31-ე ტურის შეხვედრა თბილისის ლოკომოტივმა მიხეილ მესხი 2-ზე სპაერის წინააღმდეგ ჩაატარა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
ჩვენს გუნდს შეხვედრაში არაერთი მომენტი ჰქონდა, თუმცა ანგარიში მეტოქემ გახსნა. 26-ე წუთზე ბაჩანა მოსაშვილის გადაცემით გოლის გატანა მელქისედეკ ცვალემ მოახერხა. ლოკო ამის შემდეგაც აქტიურობდა, თუმცა ტაიმი სპაერის გამარჯვებით დასრულდა.
მეორე ნახევარში ჩვენმა გუნდმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო, თავი ბიძინა მახარობლიძემ 55-ე წუთზე გიორგი გაბაძის საგოლე გადაცემის შემდეგ გამოიჩინა. ამის შემდეგ კი მატჩში ანგარიში აღარ შეცვლილა.
ლოკომოტივი უკვე ზედიზედ მესამე თამაშია არ აგებს, ხოლო მახარობლიძეს ბოლო 2 მატჩში 3 გატანილი გოლი დაუგროვდა. საერთო ჯამში, ლოკოს 31 ქულა აქვს და ეროვნულ ლიგა 2-ში მე-8 ადგილზეა. ჩვენი გუნდი მარტვილის მერანს 9 ქულით ასწრებს.
ეროვნული ლიგა 2-ში თბილისის ლოკომოტივი მორიგ შეხვერას 3 ნოემბერს ხობის წინააღმდეგ სტუმრად ჩაატარებს.
ლოკომოტივი 1:1 სპაერი I ეროვნული ლიგა 2 I 31-ე ტური
გოლები: ცვალე (26), მახარობლიძე (55)
ლოკომოტივი: თანდილაშვილი, კეკელიძე, მახარობლიძე (76 ბონი), ფრენკი (76 შეწირული), გეგუჩაძე, ხარაიშვილი (65 ბუკია), გაბაძე, მენთეშაშვილი (76 კალანდაძე), ბაშელეიშვილი, თურქია (59 ხინჩიაშვილი), ჭანტურია.
მთავარი მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე
სპაერი: ფუტკარაძე, მოსაშვილი, მატენჯვა, ქებურია, ცაცკრიალაშვილი, ცვალე, სამხარაძე, გადრანი, ქართველიშვილი, გეგიაძე (73 ცეცხლაძე), გაბუნია (83 სოსიაშვილი).
მთავარი მწვრთნელი: კახაბერ მაისურაძე