ლოკოსა და შტურმის მატჩი ფრედ დასრულდა

ლოკოსა და შტურმის მატჩი ფრედ დასრულდა
28/03/2024

ლოკოსა და შტურმის მატჩი ფრედ დასრულდა

ეროვნული ლიგა 2-ის მე-4 ტურის შეხვედრაში თბილისის ლოკომოტივმა სართიჭალის შტურმს უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

 

პირველი ტაიმი ლოკოს უპირატესობით მიმდინარეობდა და 35-ე წუთზე ჩვენი გუნდი მამია გავაშელიშვილის გოლით დაწინაურდა. მეორე ტაიმში მეტოქე გააქტიურდა და 71-ე წუთზე წონასწორობა გიორგი ხმალაძემ აღადგინა.

 

ლოკოს ამ მომენტისთვის ეროვნულ ლიგა 2-ში 3 ქულა აქვს. ჩვენი ფეხბურთელები მომდევნო ტურის მატჩს ბოლნისის სიონთან 6 აპრილს სტუმრად გამართავენ.

 

ლოკომოტივი 1:1 შტურმი
გოლები: გავაშელიშვილი (35), ხმალაძე (71)

more news