მარცხი რუსთავში

მარცხი რუსთავში
08/11/2025

მარცხი რუსთავში

ეროვნული ლიგა 2-ის 32-ე ტურში რუსთავმა შინ, რუსთავის საფეხბურთო ცენტრში ლოკოს 5:1 მოუგო.

 

მასპინძელთაგან გოლები ბილი ჯიბრილის, იუტანა ნაკანოს, პრინს ოსეისა (2) და გიორგი ჩხეიძის ანგარიშზეა. ჩვენი გუნდიდან ერთადერთი გოლი 73-ე წუთზე ლაშა კოხრეიძემ გაიტანა, მისი გოლით ანგარიში 3:1 გახდა.

 

კოხრეიძე ძალიან კარგ ფორმაშია, ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ათ მატჩში მის ანგარიშზე 9 გოლია.

 

32 ტურის შემდეგ ლოკო 39 ქულით მე-6 ადგილზეა, ფლეი-აუტის ზონას 3 ქულით უსწრებს. 33-ე ტურში ჩვენი გუნდი საგურამოში ბოლნისის სიონს მიიღებს. შეხვედრა 21 ნოემბერს, 14:00 საათზე დაიწყება.

more news