მარტვილის მერანთან ფრედ ვითამაშეთ
26/10/2025
მარტვილის მერანთან ფრედ ვითამაშეთ
ეროვნული ლიგა 2-ის 30-ე ტურში ჩვენმა გუნდმა მარტვილის მერანთან გასვლით მატჩში 1:1 ითამაშა.
ანგარიშის გახსნა მე-16 წუთზე შეგვეძლო, თუმცა ლაშა კოხრეიძემ პენალტი ვერ გამოიყენა. 22-ე წუთზე ბონეფანსეო ფირის საგოლე პასით ლაშა მენთეშაშვილმა დაგვაწინაურა. მასპინძლებმა წონასწორობა მეორე ტაიმის დასაწყისში აღადგინეს, 49-ე წუთზე ჯავოხირ ესონკულოვმა გაიტანა.
30 ტურის შემდეგ ლოკო 36 ქულით მე-6 ადგილზეა, მომდევნო ტურში სამტრედიას მიიღებს. მატჩი საგურამოში სამ ნოემბერს, 18:00 საათზე დაიწყება.