რევაზ თევდორაძემ ლოკომოტივი დატოვა

რევაზ თევდორაძემ ლოკომოტივი დატოვა
21/12/2018

რევაზ თევდორაძემ ლოკომოტივი დატოვა

რევაზ თევდორაძე თბილისის ლოკომოტივში აღარ ითამაშებს. კლუბსა და მეკარეს შორის ხელშეკრულება მიმდინარე წლის დეკემბერში ამოიწურა.

მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვეს. 30 წლის თევდორაძე ლოკოში 2015 წლიდან ასპარეზობდა. მან, კლუბის მაისურით 4 სეზონის მანძილზე, 77 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ლოკომოტივი მადლობას უხდის რევაზს გუნდში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალში.

more news