თბილისის ლოკომოტივი მესხი 2-ზე ბრუნდება
15/07/2023
თბილისის ლოკომოტივი მესხი 2-ზე ბრუნდება
თბილისის ლოკომოტივი მესხი 2-ზე ბრუნდება. სეზონის განახლების შემდეგ ჩვენი გუნდი ყველა საშინაო შეხვედრას მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართავს.
ეროვნულ ლიგა 2-ში ლოკო სეზონს ბოლნისის სიონთან მატჩით გახსნის, რომელიც მესხი 2-ზე 3 აგვისტოს შედგება. მანამდე, 22 ივლისს, თბილისური გუნდი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების 1/16 ფინალში ქობულეთის შუქურას უმასპინძლებს.
2023 წლის სეზონში საშინაო შეხვედრებს ლოკო დიღმის ოლიმპიური სოფლის სტადიონზე ატარებდა.