თორნიკე ძებნიაური 21 წლამდე ნაკრებში მიიწვიეს
თორნიკე ძებნიაური 21 წლამდე ნაკრებში მიიწვიეს
თორნიკე ძებნიაური საქართველოს 21 წლამდე ნაკრებში მიიწვიეს. თბილისის ლოკომოტივის ნახევარმცველი ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად, 10 დღიან შეკრებას გაივლის.
გია ცეცაძის გუნდი, თბილისში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ქართველი ფეხბურთელები 3 და 6 ივნისს უელსის 21 წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
18 წლის ძებნიაური, 21 წლამდე ნაკრებში პირველად მოხვდა. მიმდინარე თვის 16 მაისს, მან საქართველოს 20 წლამდე ნაკრების შემადგენლობაში, აზერბაიჯანის წინააღმდეგ ითამაშა.
თორნიკე ლოკომოტივის მთავარ გუნდში მიმდინარე სეზონში დაწინაურდა. მას, ლოკოს მაისურით, დებიუტი 4 აპრილს, საბურთალოს წინააღმდეგ მოგებულ მატჩში ჰქონდა.
ძებნიაურთან ერთად, 21 წლამდე ნაკრებში მიიწვიეს ვატო არველაძეც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ კონტრაქტი პოლონურ კორონასთან გააფორმა. იგი ახალ გუნდს სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე შეუერთდება.