ვატო არველაძე კარიერას პოლონეთში გააგრძელებს
20/05/2018
ვატო არველაძე კარიერას პოლონეთში გააგრძელებს
თბილისის ლოკომოტივის ფორვარდი, ვატო არველაძე კარიერას პოლონეთში გააგრძელებს. 20 წლის ფეხბურთელმა კორონასთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. მხარეების სურვილის შემთხვევაში, კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება.
არველაძე ლოკომოტივში 2015 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდის მანძილზე მან ჩვენი კლუბის შემადგენლობაში 41 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.
ვატო ახალ კლუბს 2018 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ შეუერთდება.
ლოკომოტივი მადლობას უხდის მას გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს ევროპულ კარიერაში.