თურქულ შეკრებაზე ლოკომოტივმა პირველი ტესტ-მატჩი დათმო

თურქულ შეკრებაზე ლოკომოტივმა პირველი ტესტ-მატჩი დათმო
10/02/2020

თურქულ შეკრებაზე ლოკომოტივმა პირველი ტესტ-მატჩი დათმო

თურქული შეკრების პირველ ამხანაგურ შეხვედრაში, „ლოკომოტივმა“ დანიურ „ფრედერიციასთან“ მინიმალური სხვაობით - 0:1 წააგო.

 

ჩვენმა მეტოქემ თურქული შეკრების ბოლო ტესტ-მატჩი ითამაშა; ჩვენ - პირველი. მატჩი ქალაქ სიდეს სიახლოვეს მდებარე სტადიონზე გაიმართა.

 

შეხვედრა „ლოკომოტივის“ აქტიურობით დაიწყო. ლევან კორღალიძის ფეხბურთელები სახიფათო მომენტებს ქმნიდნენ და კარშიც ურტყამდნენ, თუმცა, დანიელები რამდენჯერმე მეკარემ გადაარჩინა. ამის შემდეგ, ბურთზე კონტროლი უკვე „ფრედერიციას“ ფეხბურთელებმა დაამყარეს და ჩვენს კართან სახიფათო მომენტიც შექმნეს, რომელიც ლუკა შეროზიამ გააუვნებელყო. პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე - 0:0 დასრულდა.

 

მეორე ტაიმი ჩვენმა მეტოქემ შეტევებით დაიწყო. ლოკოს მეკარემ კი, მართლაც რომ შთამბეჭდავი სეივით შეძლო თავისი გუნდის გადარჩენა. 

 

„ლოკომოტივმა“ გოლი მატჩის მიწურულს, 81-ე წუთზე გაუშვა. ანდერს ჰოლვარდის დარტყმის შემდეგ, ბურთი ქართველ მცველს მოხვდა და რიკოშეტით შევარდა კარში. ლოკოს ფეხბურთელებმა სიტუაციის გამოსწორება მთელი ძალებით სცადეს, თუმცა, ანგარიშის გასათანაბრებლად დრო აღარ ეყოთ.

 

 

ლოკომოტივი 0:1 ფრედერიცია

 

ლოკომოტივი: შეროზია, უბილავა (C), გურეშიძე, ანდრონიკაშვილი, გაბაძე, ძებნიაური, შონია, სამურკასოვი, ინჯგია, კობახიძე, სიხარულიძე

 

სათადარიგო შემადგენლობა: მამარდაშვილი, კაპანაძე, ჭანტურია, მჭედლიშვილი, ჯინჯოლავა, დარცმელია, ჟორდანია, შეწირული, შეყილაძე, ულად ომარ, გავაშელიშვილი

more news