სპენკელინკის დებიუტი, დიასამიძის დაბრუნება და სამი ქულა საგურამოში

სპენკელინკის დებიუტი, დიასამიძის დაბრუნება და სამი ქულა საგურამოში
08/08/2021

სპენკელინკის დებიუტი, დიასამიძის დაბრუნება და სამი ქულა საგურამოში

ზაფხულის დიდი შესვენება დასრულდა და პირველ მატჩში, ლოკომოტივმა შუქურას 3 ქულა აართვა. მატჩი საგურამოში ჩატარდა, ლოკომოტიველთა საშინაო არენაზე. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს გამარჯვება მეტოქის ფეხბურთელმა - კახა კაკაშვილმა მოუტანა, რომელმაც ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ეს ავტოგოლი ერთადერთი აღმოჩნდა.

 

თბილისელთა შემადგენლობაში, წარმატებული დებიუტი ჰქონდა მარკ სპენკელინკს - 24 წლის ნიდერლანდელ მეკარეს, რომელმაც კარის მშრალად შენახვა შეძლო. ლოკომოტივში დაბრუნების გოლით აღნიშვნა შეეძლო გეგა დიასამიძეს, რომლის ეფექტური დარტყმის შემდეგაც, ბურთი მცირედით აცდა ქობულეთელთა კარს.

 

მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის მიწურულს შუქურა მოედანზე კაცნაკლული დარჩა, ლოკომოტიველებმა მეტოქის კარის აღება ვერ შეძლეს და მხოლოდ ერთბურთიანი სხვაობით მოგებას დასჯერდნენ.

 

 

ლოკომოტივი 1:0 შუქურა (1:0)

 

ლოკომოტივი: სპენკელინკი, გაბაძე, ქველაძე (მჭედლიშვილი 46), ანდრონიკაშვილი, უბილავა (C), შონია, დარცმელია, დიასამიძე (კახაბრიშვილი 54), სამურკასოვი (იმრანი 71), გავაშელიშვილი (იაკობიძე 64), სიხარულიძე

 

გოლი: კაკაშვილი (29 სკ)

გაფრთხილება: ქველაძე, დიასამიძე, იაკობიძე, სამურკასოვი

მთ.მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი

more news