"ბედნიერი ვარ ეროვნულ ნაკრებში მიწვევით"

"ბედნიერი ვარ ეროვნულ ნაკრებში მიწვევით"
28/08/2017

"ბედნიერი ვარ ეროვნულ ნაკრებში მიწვევით"

საქართველოს ეროვნულ გუნდში მიწვეული ირაკლი სიხარულიძე, 28 აგვისტოდან, ნაკრებთან ერთად სასტუმრო ჰუალინგში იცხოვრებს და ირლანდიასთან გასამართი ოფიციალური მატჩისთვის მოემზადება.

 

ლოკოს ვებგვერდთან, სიხარულიძე პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ვლაიდიმირ ვაისის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო.

 

"ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვედრამ ძალიან გამახარა, მაგრამ საბოლოო სიაში დატოვებას არ ველოდი, რადგან ეროვნული ლიგიდან ნაკრებში მოხვედრა საკმაოდ ძნელია.

 

ბედნიერი ვარ ვლადიმირ ვაისის ამ გადაწყვეტილებით, მინდა მას მადლობა გადავუხადო. ნაკრებში გამოძახება ჩემთვის დამატებითი მოტივაცია იქნება და ვეცდები ვარჯიშებზე მაქსიმალურად დავიხარჯო.

 

ფეხბურთელისთვის, ეროვნულ ნაკრებში თამაშზე დიდი ბედნიერება არ არსებობს". - ამბობს სიხარულიძე.

 

ირაკლიმ, მიმდინარე ეროვნული ლიგის გათამაშებაში 19 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.

more news