ჩვენი გუნდის დრამატული გამარჯვება რუსთავთან

15/09/2025
ჩვენი გუნდის დრამატული გამარჯვება რუსთავთან
ეროვნული ლიგა 2-ის 23-ე ტურში თბილისის ლოკომოტივმა საგურამოში რუსთავი 3:2 დაამარცხა.
ანგარიში მე-4 წუთზე სტუმრებმა პრინს ოსეის გოლით გახსნეს. 27-ე წუთზე ჩვენი გუნდის შემტევმა ლაშა კოხრეიძემ წონასწორობა აღადგინა. 50-ე წუთზე იუტა ნაკანომ პენალტის ნიშნულიდან რუსთავი დააწინაურა. დარჩენილ დროში თამაში შემოვატრიალეთ, 55-ე წუთზე ლაშა მენთეშაშვილმა ზუსტად შესრულებული პენალტით ანგარიში გაათანაბრა, 65-ე წუთზე მენთეშაშვილის პასით დათო ბუკიამ გამარჯვების გოლი გაიტანა. შეხვედრის დამატებულ დროში კი ლოკოს მეკარე, ლუკა ნანავა, მსაჯმა მოედნიდან გააძევა. ვინაიდან გუნდს ცვლილებები სრულად გამოყენებული ჰქონდა, დათო ბუკიას მოუწია კარში ჩადგომა.
ეროვნული ლიგა 2-ის 23 მატჩიდან ჩვენმა გუნდმა 6 მოიგო, 10 ფრედ დაასრულა და 7 დათმო.