მარცხი ქობულეთის შუქურასთან

მარცხი ქობულეთის შუქურასთან
28/05/2017

მარცხი ქობულეთის შუქურასთან

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-15 ტურში, თბილისის ლოკომოტივი ქობულეთის შუქურასთან დამარცხდა. 28 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი, სტუმრებმა 3:0 მოიგეს.

 

ანგარიში მე-13 წუთზე გიორგი კალანდაძემ გახსნა. სამ წუთში, ალექსანდრე გურულმა ლოკომოტივს მეორე გოლი გაუტანა. 35-ე წუთზე, ნოდარ ქავთარაძემ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე გეგა დიასამიძე შევიდა.

 

მატჩის საბოლოო ანგარიში, პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე, ლევან კუტალიამ დააფიქსირა. შუქურას ფორვარდმა თერთმეტმეტრიანი გაიტანა.

 

65-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძეს გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ ლოკოს მე-7 ნომერს სტუმართა მეკარემ აჯობა. სამ წუთში, არველაძის პასით, ღონღაძეს ჰქონდა გატანის შანსი, თუმცა მისი დარტყმა კარს აცდა.

 

70-ე წუთზე, ღონღაძის ნაცვლად, მოედანზე თორნიკე მუზაშვილი შევიდა. 18 წლის ფორვარდმა, ლოკომოტივის შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. მატჩის უკანასკნელ წუთზე, მუზაშვილს ერთი ბურთის გაქვითვა შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმული კარს მცირე მანძილით აცდა.

 

15 ტურის შემდეგ, ლოკომოტივს 21 ქულა აქვს. მომდევნო მატჩს, გიორგი დევდარიანის გუნდი, 2 ივნისს, გორის დილას წინააღმდეგ გამართავს.

 

ლოკომოტივი: თევდორაზე, ხიდეშელი, გაბაძე (მენთეშაშვილი 46), ღონღაძე (მუზაშვილი 70), კომახიძე, უბილავა (კაპ), ჭანტურია, ქავთარაძე (დიასამიძე 35), არდაზიშვილი, არველაძე, სიხარულიძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

 

გაფრთხილება: (ხიდეშელი 45+1),

არბიტრი: ბაკურ ნინუა

more news