მარცხი ზესტაფონში — სამგურალი 3-1 ლოკომოტივი

მარცხი ზესტაფონში — სამგურალი 3-1 ლოკომოტივი
06/03/2022

მარცხი ზესტაფონში — სამგურალი 3-1 ლოკომოტივი

ეროვნული ლიგის მეორე ტურის მატჩში ლოკომოტივი სტუმრად წყალტუბოს სამგურალს დაუპირისპრდა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა, 3-1.

შეხვედრის პირველ ნახევარში ლაშა ჭაღიაშვილის მიერ არჩეულმა სტრატეგიამ გაამართლა და ლოკომოტივი ძალიან მწვავე კონტრშეტევებზე გადაიოდა. ამ ყველაფერმა საბოლოოდ შედეგი 38-ე წუთზე გამოიღო, როდესაც ბექა დარცმელიამ კარგი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა შოთა შეყილაძე, ლოკოს ცხრიანმა კი დარტყმა უნაკლოდ შეასრულა, 0-1.

მეორე ტაიმის სტარტზე უკვე ნათლად ჩანდა, რომ სათამაშო უპირატესობა სამგურალმა აიღო, ლოკოს შეტევების სიმწვავემ კი იკლო.  ტაიმის მეორე ნახევარშო მსაჯმა საკამათო სიტუაციაში თერთმეტმეტრიანი დანიშნა. საჯარიმოში შესულ ნიკა კალანდარიშვილთან ბრძოლაში ზურაბ ზოსიაშვილი დაჯარიმდა, ირაკლი რუხაძემ კი ანგარიში გაათანაბრა, 1-1. გაშვებული გოლის შემდეგ ლოკომოტივის დაცვა აშკარად აირია და საბოლოო ანგარიში, 3-1 დაფიქსირდა.

 

ლოკომოტივი: თევდორაძე, ჯაფარიძე (მუკბანიანი), გაბაძე, ანდრონიკაშვილი, ქველაძე, ძებნიაური, სამურკასოვი (ზოსიაშვილი), დარცმელია, იაკობიძე (აწურელი), ომარაშვილი, შეყილაძე (ჭიაბრიშვილი).

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღაშვილი

more news