ლოკოს სათასო ისტორია
ლოკოს სათასო ისტორია
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, თბილისის „ლოკომოტივმა“ სამჯერ შეძლო საქართველოს თასის მოპოვება.
„რკინიგზელებმა“ პირველად ეს 2000 წელს მოახერხეს, როცა თასის მე-10, საიუბილეო გათამაშების ფინალში თერთმეტმეტრიანების სერიაში ქუთაისის „ტორპედო“ დაამარცხეს. „ლოკომოტივიდან“ პენალტები ზუსტად კახა გოგიჩაიშვილმა, გიორგი ბალაშვილმა, მიშა ჯიშკარიანმა და ზურა ხიზანიშვილმა გაიტანეს.
ლოკო 2001 წელსაც ახლოს იყო თასის მოგებასთან, თუმცა, იმ ჯერზე, თბილისელებს ფინალში „ტორპედომ“ აჯობა.
2002 წელს, „ლოკომოტივმა“ თასი მეორედ მოიგო. თბილისელთა მეტოქე კვლავ ქუთაისის „ტორპედო“ იყო. ლოკომ საქმე ძირითად დროშივე მოითავა და სულიკო დავითაშვილისა და ზაზა ჯანაშიას გოლებით, მოწინააღმდეგეს 2:0 სძლია.
2005 წელს კი, „ლოკომოტივმა“ მესამედ მოიპოვა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი, როცა 26 მაისს, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე, ფინალში „ზესტაფონი“ დაამარცხა ანგარიშით 2:0.
ლოკომოტივი 2:0 ზესტაფონი
ლოკომოტივი: სტურუა, რ.ონიანი, გ.ონიანი, მახვილაძე, მანჩხავა, გიგაური, სეთურიძე, ქებაძე (გ.ყიფიანი 93), სირბილაძე (რამონი 71), ბობოხიძე (კახელიშვილი 81), სანიკიძე
გოლები: ბობოხიძე (54), მანჩხავა (60)
მთ.მწვრთნელი - ნოდარ აკობია
ამის შემდეგ, თბილისურ კლუბს თასის ფინალში აღარ უთამაშია და 14-წლიანი პაუზის შემდეგ, ეს წელს შეძლო.