მარცხი დერბიში

მარცხი დერბიში
04/03/2019

მარცხი დერბიში

დედაქალაქურ დერბიში, 5 მარტს ლოკომოტივმა საბურთალოს უმასპინძლა.  შეხვედრას ორივე გუნდი გათამაშების ლიდერების სტატუსით შეხვდნენ. თამაში ლოკომოტივისთვის არასასიამოვნოდ დაიწყო, მატჩის დებიუტშივე ლაშა ჭაღიაშვილს იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია, დაშავებული ალექსანდრე ანდრონიკაშვილის ნაცვლად თამაშში თორნიკე ძებნიაური ჩაერთო. ამის მიუხედავად ლოკომოტივი სწრაფად დაწინაურდა, ირაკლი სიხარულიძემ მცველების შეცდომით ისარგებლა და სეზონში მეორე გოლი გაიტანა. ლოკომოტივის ლიდერობა დიდხანს არ გაგრძელებულა, რამდენიმე წუთში სტუმრებმა თერთმეტმეტრიანი მოიპოვეს, ლაშა შინდაგორიძემ ზუსტად დაარტყა და ანგარიში გათანაბრდა- 1:1. პირველი ნახევრის უმეტეს ნაწილში საბურთალო ფლობდა სათამაშო უპირატესობას და მომენტებსაც ჰქმნიდა, თუმცა ლოკოს მეკარე დემეტრე ბულისკერია საიმედოდ თამაშომდა. შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.  

 

მეორე ნახევარში, სამწუხაროდ, მოედანზე სურათი არ შეცვლილა – “საბურთალო” მასპინძლებზე უკეთ თამაშობდა. 56-ე წუთზე სტუმრებმა თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება კიდევ ერთხელ მოიპოვეს.  ბურთთან გეგა დიასამიძე მივიდა, მაგრამ მისი დარტყმული ბულისკერიამ მოიგერია. ლოკომ სიტუაციის გამოსწორება სცადა, თუმცა უშედეგოდ. საბურთალომ უპირატესობა მეორე ბურთში კვლავ ლაშა შინდაგორიძის გოლით გარდასახა და დაწინაურდა. წერტილი შეხვედრაში როლოვიჩმა დასვა, საბურთალოს ლეგიონერმა სეზონში მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში 1:3 დააფიქსირა. 

 

ლოკომოტივი: ბულისკერია, გურეშიძე, ჭანტურია, ანდრონიკაშვილი (ძებნიაური 10), უბილავა, სამურკასოვი (კობახიძე 78), შონია, კირკიტაძე, არდაზიშვილი, ჯიქია (ინჯგია 67), სიხარულიძე.

more news