თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის მე-19 ტურში სიონთან დამარცხდა
თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის მე-19 ტურში სიონთან დამარცხდა
ეროვნულ ლიგა 2-ში 2023 წლის სეზონი განახლდა. ჩვენმა გუნდმა საშინაო მატჩი ბოლნისის სიონის წინააღმდეგ მიხეილ მესხი 2-ზე ჩაატარა და 1:2 დამარცხდა.
მესხი 2-ზე დაბრუნებული ლოკო ბოლნისელებთან პირველ ტაიმში, მე-18 წუთზე ლაშა ოზბეთელაშვილის გოლით დაწინაურდა. ჩვენი გუნდი ამის შემდეგაც თამაშზე კონტროლს ახერხებდა და შესვენებაზეც უპირატესობით გავიდა.
მეორე ტაიმი ლოკომოტივისთვის ცუდად განვითარდა. 49-ე წუთზე სიონის ფეხბურთელმა, ნუგზარ სპანდერაშვილმა ივანე ხაბელაშვილის გადაცემით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე, 20 წლის ნიკა ღამბარაშვილმა სიონს გამარჯვება მოუტანა - 2:1.
შედეგად, ბოლნისის სიონი ეროვნულ ლიგა 2-ში 30 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო ლოკოს 12 ქულა დარჩა და გათამაშების ცხრილში მე-9 ადგილს იკავებს.
ეროვნული ლიგის მე-19 ტურში თავიანთი შეხვედრები დათმეს ლოკომოტივის კონკურენტებმა. თბილისის მერანმა გათამაშების ლიდერ გარეჯთან 1:5 წააგო, მარტვილის მერანი შინ ხობთან 0:2 დამარცხდა, ხოლო ვიტ ჯორჯია ასევე საკუთარ მოედანზე - 1:3 კოლხეთთან.
ეროვნულ ლიგაში 2-ში ლოკო მომდევნო მატჩს 8 აგვისტოს, სტუმრად, დინამო თბილისი 2-თან ჩაატარებს.
ლოკომოტივი - სიონი I ეროვნული ლიგა 2 I მე-19 ტური
გოლები: 18' ოზბეთელაშვილი, 49' სპანდერაშვილი, 90+3' ღამბარაშვილი.
გაფრთხილებები: 4' ჩაჩუა, 22' კურტანიძე, 47' გაბაძე, 60' ნოზაძე, 75' მუკბანიანი, 75' ისიანი.
ლოკომოტივი: თანდილაშვილი, შეწირული (88' ბონი), კურტანიძე (62' ზოსიაშვილი), ოზბეთელაშვილი (62' კალანდაძე), კეკელიძე (70' მუკბანიანი), მახარობლიძე (88' გაბისონია), ხარაიშვილი, გაბაძე, მენთეშაშვილი, ჩაჩუა, ჭანტურია.
მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე.
სიონი: ისიანი, სეხნიაშვილი, ჩიქოვანი (46' უგრეხელიძე), ჯანჯღავა (80' ჯელაძე), ხაბელაშვილი, სპანდერაშვილი (80' მუმლაძე), კორიფაძე, ზარიძე (70' დევდარიანი), ქურდაძე, ცირდავა (86' ღამბარაშვილი), ნოზაძე.
მწვრთნელი: გიორგი ოქროპირიძე.