''ბედნიერი ვარ მშობლიურ კლუბში დაბრუნებით''

''ბედნიერი ვარ მშობლიურ კლუბში დაბრუნებით''
16/05/2017

''ბედნიერი ვარ მშობლიურ კლუბში დაბრუნებით''

ლევან ყენიამ, თბილისის ლოკომოტივში, მისი ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. საქართველოს ნაკრების წევრის პრეზენტაცია, 16 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.

 

''10 წლიანი განშორების შემდეგ, მშობლიურ კლუბში დავბრუნდი და ძალიან ბედნიერი ვარ. ვეცდები, კლუბის წევრებსა და გულშემატკივარს იმედი გავუმართლო და ლოკომოტივის წარმატების მიღწევაში დავეხმარო''. - ამბობს ლევანი.

 

ყენიამ ეროვნული ლიგის შესახებაც ისაუბრა. 26 წლის ნახევარმცველს ტრავმა აქვს და რეაბილიტაციის კურსს გადის. იგი მოედანზე დაბრუნებას 1 თვეში შეძლებს.

 

''მიმდინარე ეროვნულ ლიგას თვალს ვადევნებ. ვნახე რამდენიმე მატჩი და ვფიქრობ დონე ცოტათი ამაღლებულია.

 

იმედი მაქვს, რეაბილიტაციის კურსს წარმატებით გავივლი და მოედანზე დაბრუნებას მალე შევძლებ. მოხარული ვარ, რომ ეროვნულ ლიგაში ვითამაშებ''. - თქვა ჩვენი გუნდის ახალწვეულმა.

 

ლოკომოტივსა და ყენიას შორის, კონტრაქტი 2018 წლის ბოლომდე გაფორმდა. ყენია დედაქალაქური კლუბის შემადგენლობაში, 2005/2007 წლებში თამაშობდა და 19 ჩატარებულ მატჩში 4 გოლი გაიტანა.

more news