დავითაშვილის პოკერი ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში

დავითაშვილის პოკერი ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში
27/03/2018

დავითაშვილის პოკერი ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში

ევროპის 17 წლამდე ჩემპიონატის, ელიტ-რაუნდის მესამე ტურში, საქართველოს ნაკრებმა მაკედონიას 6:1 მოუგო.

17 წლამდე ნაკრების შემადგენლობაში, კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ჩატაარა ზურიკო დავითაშვილმა.

ჩვენი გუნდის ნახევარმცველმა, მაკედონიას 4 გოლი გაუტანა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

გიორგი ნემსაძის გუნდმა, ელიტ-რაუნდი 4 ქულით მე-2 ადგილზე დაასრულა. დავითაშვილმა კი 3 მატჩში, 6 გოლის გატანა მოახერხა.

more news