დილამ ლოკომოტივი დაამარცხა

დილამ ლოკომოტივი დაამარცხა
30/03/2019

დილამ ლოკომოტივი დაამარცხა

კრისტალ ბეთ ეროვნული ლიგის მე-5 ტურში თბილისის ლოკომოტივი თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე გორის "დილას" ესტუმრა. საწყისი 4 ტურის შემდეგ "რკინიგზელთა" ანგარიშზე 6 ქულა იყო, ხოლო გორელებს აქტივში ერთი გამარჯვებაც არ ჰქონდათ. მატჩი სწრაფ ტემპში წარიმართა, იყო ორმხრივი შეტევები. მაყურებლის მხარდაჭერით დილა აქტიურობდა. საწყისი მღელვარების გადალახვის შემდეგ მასპინძლებმა დაწინაურება მოახერხეს. მე-18 წუთზე ნუგზარ სპანდერაშვილმა დემეტრე ბულისკერიას კარი აიღო. მალევე გურამ გოშთელიანმა მასპინძლეთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. ლოკომოტივი შეტევაში გადავიდა და 10 წუთში 35-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ მეკარის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. მიუხედავად გაშვებული გოლისა დილა კვლავ უტევდა, რომ არა ბულისკერიას კარგი თამაში მასპინძლები მესამე გოლსაც გაიტანდნენ. შესვენებაზე გუნდები უცვლელი ანგარიშით გავიდნენ. 

 

მეორე ნახევრის სტარტიდან გორმა ინიციატივა კვლავ მოიპოვა, ფორტესი მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა გატანა ვერ შეძლო. ფორტესმა თავისი გოლი მაინც გაიტანა 56-ე წუთზე ანგარიში 3:1 გახდა. ლოკომოტივი ცდილობდა თამაშში დაბრუნებას, მაგრამ თორნიკე კირკიტაძეს წითელმა ბარათმა საბოლოოდ შეასუსტა სტუმართა შეტევები. გორელებს კიდევ ჰქონდათ მომენტები, მაგრამ დემეტრე ბულისკერიას კარგი თამაშის წყალობით მეტი გოლი აღარ გასულა. 

 

ლოკომოტივი: ბულისკერია, ბუიღლიშვილი, ჭანტურია, გურეშიძე, კირკიტაძე, უბილავა, შონია, არდაზიშვილი(კიკაბიძე 78), დავითაშვილი (სამურკასოვი 70), ჯიქია(კობახიძე 65), სიხარულიძე. 

more news