ლოკომ კოლხეთს სიხარულიძისა და გავაშელიშვილის გოლებით მოუგო

ლოკომ კოლხეთს სიხარულიძისა და გავაშელიშვილის გოლებით მოუგო
20/08/2017

ლოკომ კოლხეთს სიხარულიძისა და გავაშელიშვილის გოლებით მოუგო

ეროვნული ლიგის 23-ე ტურში, თბილისის ლოკომოტივმა კოლხეთი 1913 დაამარცხა. 20 აგვისტოს, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გამართული დაპირისპირება, გიორგი დევდარიანის გუნდმა 2:1 მოიგო.

 

ფოთელებთან დაპირისპირებაში, ლოკოს დისკვალიფიცირებული ირაკლი კომახიძე აკლდა, რომლის ადგილი ძირითად შემადგენლობაში ლუკა კიკაბიძემ დაიკავა.

 

საწყის წუთებში ლოკომ რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა. პირველივე წუთზე ანგარიშის გახსნა გეგა დიასამიძეს შეეძლო. ლოკოს ათიანმა ბურთი ხარიხას მოარტყა.

 

ორჯერ შეეძლო გატანა ირაკლი სიხარულიძეს. ეროვნული ლიგის ბომბარდის ერთ შემთხვევაში კოკა სეფიაშვილმა აჯობა, მეორედ კი მიზანმა უმტყუნა.

 

მე-17 წუთზე კობახიძიემ მოედნის სიღმიდან ქავთარაძეს საჯარიმოში კარგი პასი მისცა, ლოკოს მე-8 ნომერმა კოლხეთის მცველი მოატყუა და კარგადაც დაარტყა, თუმცა სეფიაშვილმა ბურთი მოიგერია.

 

მე-18 წუთზე დავით უბილავას შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ დიასამიძის მასგავსად, მისი დარტყმაც ხარიხას მოხვდა.

 

მე-20 წუთზე ლოკომ ანგარიში გახსნა. გეგა დიასამიძის კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე რეხვიაშვილმა ზუსტად ითამაშა და კარისკენ გადაგზავნა, ბურთი ირაკლი სიხარულიძეს მიუვიდა, რომელმაც ახლო მანძილიდან თავისი მე-18 გოლი გაიტანა.

 

30-ე წუთზე ვატო არველაძემ მოედნის ცენტრში ერთი ფეხურთელი მოატუყა და საჯარიმოში ქავთარაძეს კარგი პასი გაუკეთა, ამ უკანასკნელის დარტყმული სეფიასშვილმა ნახტომში მოიგერია.

 

მასპინძლებმა ანგარიში 39-ე წუთზე გაათანაბრეს. გოლი მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებას მოჰყვა. თავური დარტყმით თევდორაძის კარი ალეკსანდრ დერებჩინსკიმ აიღო. ზუსტად ერთ წუთში ვატო არველაძეს შეეძლო გატანა. მისი დარტყმა კარს მცირე მანძილით ასცდა. ტაიმის ბოლო წუთზე ხარიხას ბურთი მესამედ მოხვდა. ამჯერად არველაძის დარტყმის შემდეგ.

 

50-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა მამია გავაშელიშვილმა ლოკომოტივი წინ გიაყვანა. ლოკოს მე-9 ნომერმა საგოლე გადაცემა არველაძისგან მიიღო, საჯარიმოს კუთხიდან ცენტრში შეიწია და მეკარის კუთხეში გაიტანა. მამიამ მიმდინარე სეზონში უკვე 9 გოლი აქვს გატანილი.

 

78-ე წუთზე გავაშელიშვილს დუბლის შესრულება შეეძლო. სიხარულიძის პასის შემდეგ, ლოკოს ფორვარდმა შორეულ კუთხეში დაარტყა, თუმცა სეფიაშვილმა აჯობა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

 

კოლხეთთან გამარჯვებით ლოკომ 36 ქულა მოაგროვა და მეოთხე პოზიციაზეა. დევდარიანის გუნდი მომდევნო მატჩს ქობულეთის შუქურას წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 25 აგვისტოს, ბათუმში, რაგბი არენაზე გაიმართება.

 

ლოკომოტივი: თევდორაძე, ჩიტეიშვილი, რეხვიაშვილი, კობახიძე, უბილავა (კაპ), სამურკაოსვი, დისამიძე (ჭანტურია 76), არველაძე (გოროზია 58), ქავთარაძე, კიკაბიძე (გავაშელიშვილი 46), სიხარულიძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

 

არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი

more news