ლოკო საგურამოში მეშახტეს შეხვდა

09/05/2025
ლოკო საგურამოში მეშახტეს შეხვდა
ეროვნული ლიგა 2-ის 2025 წლის სეზონის მე-11 ტურის მატჩი თბილისის ლოკომოტივმა საგურამოში ტყიბულის მეშახტესთან გამართა და 0:1 დამარცხდა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე დიმიტრი ღურწკაიამ გაიტანა.
11 ტურის შემდეგ ჩვენს გუნდს 11 ქულა აქვს და ეროვნულ ლიგა 2-ში მე-8 ადგილზეა.
მომდევნო მატჩს 15 მაისს მარტვილის მერანთან სტუმრად ჩავატარებთ.
ეროვნული ლიგა 2 I მე-11 ტური:
სიონი 2:2 მერანი
სპაერი 2:0 გონიო
დინამო 2 1:2 იბერია 2
ლოკომოტივი 0:1 მეშახტე
რუსთავი 1:0 სამტრედია